გორის დილას ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი? - პოლონეთის ჩემპიონი გეილის თაობაზე შეთავაზებას ამზადებს
გორის "დილას" ბარბადოსელი გარემარბი ტიერი გეილი კარიერაში ყველაზე გამორჩეულ სეზონს ატარებს.
21 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში 10 გოლით მეორე საუკეთესო ბომბარდირია. უეფას კონფერენს ლიგის გათამაშებაში კი ოთხი მატჩი ჩაატარა და ორი გოლთან ერთად, ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ჯერ კიდევ ევროტურნირის სტარტზე იწერებოდა, რომ "ლევსკი სოფია" გეილის სანაცვლოდ 500 000 ევროს იხდიდა. თუმცა როგორც მაშინ გავიგეთ, გორული კლუბი ევროტურნირების დასრულებამდე მოთამაშეს არ გაყიდიდა.
ამჯერად, ბარბადოსელი ჟურნალისტი უკვე პოლონეთის ჩემპიონის "რაკუვის" ინტერესზე წერს.
როგორც ვიგებთ პოლონელები
ბაბადოსელი მოთამაშით პოლტავის "ვორსკლასთან" გასვლითი მატჩში მოიხიბლენ და მზად არიან შემტევის ტრანსფერში 1.2 მილიონი ევრო გადაიხადონ.
საინტერესოა, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს გორის "დილა". ერთი რამ ფაქტია, ამ ტრანსფერის 1.2 მილიონად განხორციელების შემთხვევაში, ეს გარიგება შიდაქართლური გუნდის ისტორიში ყველაზე მომგებიანი იქნება.
Transfermarkt-ის მონაცემებით გორის "დილამ" ყველაზე დიდ თანხად 2012/13 წლების სეზონში მათე ვაწაძე დანიურ "ორჰუსში" (700 000 ევრო) გაყიდა.