მბაპეს სიტუაციის გამო, ზოგი ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლისგან დროებით თავს იკავებს - L'Equipe

კილიან მბაპეს სიტუაცია „პარი სენ-ჟერმენს“ შემადგენლობის კომპლექტაციაში უშლის ხელს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, მბაპეს სიტუაციაში გაურკვევლობის გამო, ზოგი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში ტრანსფერისგან დროებით თავს იკავებს.
ფრანგული გამოცემა გამოკვეთილად უსვამს ხაზს იმას, რომ დაუსახელებელი ფეხბურთელები „პსჟ-ში“ გადასვლაზე უარს ამბობენ იქამდე, სანამ სიტუაცია არ გადაწყდება.
როგორც ცნობილია, ამჟამად მბაპე „პსჟ-დან“ მოკვეთილია და ტრანსფერზე დაყენებულ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს. კლუბი მას ორ ვარიანტს სთავაზობს: მან ან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, ან გუნდი ამ ზაფხულსვე დატოვოს.

უსმან დემბელეს ტრანსფერის დახურვის შემდეგ, „პსჟ" გონსალო რამოშის და რანდალ კოლო-მუანის შეძენაზე აქტიურად მუშაობს.