ავტორიზაცია

"რა ეტაპზეა კანსელუს შესაძლო ტრანსფერი ბარსელონაში?", - ფაბრიციო რომანოს ინფო

"რა ეტაპზეა კანსელუს შესაძლო ტრანსფერი ბარსელონაში?", - ფაბრიციო რომანოს ინფო
თარიღი 04 აგვ 2023, 23:41
„ბარსელონა“ ჟოაო კანსელუს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

დღეს დაიწერა, რომ კლუბმა პორტუგალიელი მცველის შეძენაზე უარი თქვა და ყურადღება ბერნარდუ სილვაზე გადაიტანა. თუმცა, ფაბრიციო რომანო სხვა ინფორმაციას ფლობს.

„ჟოაო კანსელუს ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფეხბურთელმა „ბარსასთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა კლუბები ჯერ მოლაპარაკების დაწყებით სტადიაზე არიან.

მთავარი პრობლემა ტრანსფერის ის არის, რომ „სიტის“ ფეხბურთელის საბოლოოდ გაყიდვა სურს, „ბარსელონასთვის“ კი პრიორიტერი იჯარაა.“, - აღნიშნა იტალიელმა ინსაიდერმა.