ავტორიზაცია

ბარსელონა მზადაა კანსელოს იჯარისთვის მაქსიმუმ 3 მილიონი ევრო გადაიხადოს

ბარსელონა მზადაა კანსელოს იჯარისთვის მაქსიმუმ 3 მილიონი ევრო გადაიხადოს
თარიღი 05 Aug 2023, 12:21
კატალონიური "ბარსელონა" განიხილავს "მანჩესტერ სიტის" მცველის ჟოაო კანსელოს იჯარით დამატების ვარიანტს, რომელიც ამჟამად "ბლაუგრანას" პრიორიტეტია მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მზადაა 29 წლის პორტუგალიელის ერთწლიანი იჯარისთვის მაქსიმუმ 3 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

"მანჩესტერ სიტის" სურს ჟოაოს სამუდამოდ გაშვება, მაგრამ თუ სხვა ვარიანტები არ იქნება, კლუბი იჯარის ვარიანტს განიხილავს, რადგან კანსელო არ არის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას გეგმებში.

გასული სეზონის მეორე ნახევარში კანსელო იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობდა, რომელმაც უარი თქვა ფეხბურთელის 70 მილიონ ევროდ შეძენაზე.