ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა! - უოტფორდმა ახალი სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

ინგლისის ჩემპიონშიპის პირველ ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" საკუთარ მოედანზე "ქპრ"-ს დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
მასპინძლებმა ოთხივე გოლის გატანა შეხვედრის პირველ ნახევარში შეძლეს.
სადებიუტო მატჩი ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც შეხვედრაში 66-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად ჩაერთო. 23 წლის ნახევარმცველმა რამდენიმე მომენტში ეფექტურად იმოქმედა და გოლის გატანის მცდელობაც ჰქონდა.
"უოტფორდი" შემდეგ შეხვედრას 8 აგვისტოს EFL თასის 1/64 ფინალურ ეტაპზე "სტივენეიჯის" წინააღმდეგ გამართავს.