ავტორიზაცია

ვერატი შესაძლოა პსჟ-ში დარჩეს

ვერატი შესაძლოა პსჟ-ში დარჩეს
თარიღი 06 Aug 2023, 10:58
საყრდენი ნახევარმცველი მარკო ვერატი შესაძლოა მომავალ სეზონში "პსჟ"-ში დარჩეს. ამის შესახებ გამოცემა Lequipe-ი იტყობინება.

იტალიელი ნახევარმცველის გაყიდვას გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ეწინააღმდეგება. ის ვერატის მომავალ სეზონისთვის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ განიხილავს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკოს მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის ჩემპიონატის კლუბები იჩენენ. 

30 წლის ნახევარმცველი პარიზულ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.