დი ლორენცომ ნაპოლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ნაპოლის" მცველმა და კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ნეაპოლური გუნდის ოფიციალურ ვებგვერდი იტყობინება.
ახლა კონტრაქტი 2028 წლის ივნისის ბოლომდე იქნება ძალაში.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელი "ნაპოლიში" 2019 წლიდან თამაშობს. დი ლორენცომ გასულ სეზონში 47 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი 19 აგვისტოს იწყება. სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდება.