ავტორიზაცია

დააბრუნებს თუ არა პსჟ მბაპეს საერთო ჯგუფში სავარჯიშოდ? კლუბმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო

დააბრუნებს თუ არა პსჟ მბაპეს საერთო ჯგუფში სავარჯიშოდ? კლუბმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო
თარიღი 07 აგვ 2023, 00:35
„პარი სენ-ჟერმენმა“ კილიან მბაპეს თაობაზე შიდა გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც იცით, ფეხბურთელი იაპონიის პრესეზონის ტურნეში არ წაიყვანეს და ტრანსფერზე დაყენებულ თანაგუნდელებთან ერთად პარიზში დატოვეს, რადგან ორი ვარიანტი აქვს: ან გუნდთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, ან წელსვე წავიდეს.

თუმცა, პარიზული კლუბი აზიიდან უკვე ჩამოფრინდა და ორშაბათიდან ვარჯიშს სრული შემადგენლობით ანახლებს, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა - დააბრუნებდა თუ არა „პსჟ“ მბაპეს საერთო ჯგუფში.

როგორც RMC Sport იტყობინება, მბაპე ხვალიდან ვარჯიშს კვლავ ტრანსფერზე დაყენებულ ფეხბურთელებთან ივარჯიშებს და საერთო ჯგუფს მას კვლავ არ გააკარებენ.