ვის შეხვდება გორის დილა კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში?

დღეს, უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ამრიგად, გაირკვა ის პოტენციური ორი მეტოქე, რომელთა შორის უკეთესი გორის "დილას" ნიქოზიის "აპოელის" ბარიერის გავლის შემთხვევაში დაელოდება.
ანდრეი დემჩენკოს გუნდის პოტენციური მეტოქე პლეი-ოფის ეტაპზე ბელგიურ "გენტსა" და პოლონურ "პოგონ შჩეცინს" შორის საუკეთესო იქნება.

შიდაქართლული გუნდი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის გუნდთან 10 აგვისტოს "დინამო არენაზე" გამართავს. საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს კვიპროსში გაიმართება.