ბაიერნი და კეინი გამოსავალს ეძებენ - არ გამოირიცხება იანვრის ტრანსფერის ვარიანტიც

„ბაიერნი“ „ტოტენჰემთან“ ჰარი კეინის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.
როგორც ცნობილია, ლონდონურმა კლუბმა მიუნხენელების ბოლო შეთავაზებაც დაბლოკა, რომელიც ბონუსების გათვალისწინებით 100 მილიონ ევროზე მეტს ითვალისწინებდა.
Sport1-ს ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი, დანიელ ლევი, ფიქსირებული გადახდის სახით უფრო დიდ თანხას ითხოვს. „ბაიერნთან“ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე არც მიუნხენურ კლუბს და არც თავად ფეხბურთელს არ აქვთ გადაწყვეტილი, როგორ უნდა იმოქმედონ.
ერთ-ერთ ვარიანტად კეინის ზამთარში დამატება განიხილება, ასეთ შემთხვევაში, იანვრამდე გუნდის ძირითადი ფორვარდი 18 წლის მატის ტელი გახდება.
კეინმა და მისმა აგენტმა ბოლო დღეებში „ტოტენჰემზე“ ზეწოლა გააძლიერეს, რადგან ფეხბურთელს სურს, ტრანსფერი პრემიერ ლიგის დაწყებამდე განხორციელდეს.