მორიგი კარგი მატჩი - გიგაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა
მონტენეგროს ჩემპიონატის მე-3 ტურში "მლადოსტი" "მორნარს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელი გუნდის ახალწვეული ზურაბ გიგაშვილი.
გიგაშვილმა 90 წუთი ითამაშა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.