ავტორიზაცია

კარგი ამბავი: ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა

კარგი ამბავი: ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა
თარიღი 08 Aug 2023, 14:13
"ნაპოლის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ესპანურ "ჟირონასთან" ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო, გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა. 

ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება და ამის დამადასტურებლად ფოტოსაც ავრცელებს.



ეს ერთმნიშვნელოვნად კარგი სიახლეა, სეზონის სტარტამდე მხოლოდ ორ კვირაზე ნაკლები რჩება. 

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" ითამაშებს.

მანამდე რუდი გარსიას გუნდი 11 აგვისტოს, კვიპროსულ "აპოლონთან" მორიგ სპარინგ მატჩს ჩაატარებს.