ავტორიზაცია

პრობლემა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ეგონათ - მანჩესტერის ახალწვეულმა შესაძლოა კვირაში ორ-ორი მატჩი ვერ ითამაშოს

პრობლემა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ეგონათ - მანჩესტერის ახალწვეულმა შესაძლოა კვირაში ორ-ორი მატჩი ვერ ითამაშოს
თარიღი 08 აგვ 2023, 22:06
Daily Mail-ის ჟურნალისტი, მეტ ჰიუზი, „მან იუნაიტედის“ ახალწვეულის, რასმუს ჰოილუნდის ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემებზე წერს.

„იუნაიტედის ავტორიტეტული წყაროების ინფორმაციით, ჰოილუნდის ზურგის პრობლემა შესაძლოა გაცილებით უფრო სერიოზული იყოს, ვიდრე თავდაპირველად გამოჩნდა, როცა ფეხბურთელი „ატალანტადან“ გადმოსვლის დროს სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.“

მრტ-გამოკვლევამ, რომელიც სამედიცინო შემოწმების დროს ჩატარდა, გამმოავლინა, რომ ფეხბურთელის ზურგი სტრესზე და დატვირთვაზე მძიმედ რეაგირებს, რაც შესაძლოა სამომავლო ტრავმატულობის და პრობლემების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში, ჰოილუნდმა კვირაში ორი მატჩის ჩატარება სტაბილურად მოახერხოს.“, - აღნიშნა ხსენებულმა ჟურნალისტმა.