სასამართლო დავა მოგებულია: პაპუნაშვილის გამო, რადნიჩკის ბანი დაედო
გასულ წელს, 27 წლის ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი სერბულ "რადნიჩკიში" გადავიდა და თავი სადებიუტო მატჩჩშივე გამოიჩინა, როცა საგოლე გადაცემა გააკეთა.
მთავარი მწვრთნელი პაპუნაშვილზე იმედებს ამყარებდა, მწვრთნელის ცვლილებამ ყველაფერი შეცვალა.
ახალი მწვრთნელი ქართველს არ ათამაშებდა, ამასთან ერთად, კლუბი პაპუნაშვილს ხელფასსაც არ უხდიდა და მას გუნდის დატოვება ნაადრევად მოუწია.
რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ თემაზე სასამართლო დავა მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ დასრულდა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დავა პაპუნაშვილმა მოიგო, "რადნიჩკის" კი სატრანსფერო ბანი დაედო და ახალ ფეხბურთელებს იქამდე ვერ დაიმატებს, სანამ დავალიანებას სრულად არ დაფარავს.
შედეგიც სახეზეა - "რადნიჩკიმ" სერბეთის ჩემპიონატის ეს სეზონი ცუდად დაიწყო და ორიდან ორივე მატჩი ისე წააგო, რომ გოლიც არ გაუტანია.