ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლონდონის ჩელსის ახალი კაპიტანი ჰყავს

ოფიციალურად: ლონდონის ჩელსის ახალი კაპიტანი ჰყავს
თარიღი 09 აგვ 2023, 21:01
"ჩელსიმ" ოფიციალურად გამოაცხადს, რომ გუნდის ახალი კაპიტანი რის ჯეიმსი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი "არისტოკრატთა" აღზრდილია.

ჯეიმსმა "ჩელსის" პირველი გუნდის რიგებში 147 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე "ჩელსის" კაპიტნი სეზარ ასპილიკუეტა იყო. ივლისში ესპანელი მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა.

პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში "ჩელსი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. თამაში კვირას, 13 აგვისტოს გაიმართება.