ავტორიზაცია

სად ვუყუროთ ფეხბურთის ტოპ-ჩემპიონატებს ახალ სეზონში?

სად ვუყუროთ ფეხბურთის ტოპ-ჩემპიონატებს ახალ სეზონში?
თარიღი 09 აგვ 2023, 23:42
ახალი საფეხბურთო სეზონი კარს მოგვადგა და ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს, სად შეიძლება ტოპ-ჩემპიონატების ყურება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სეტანტა სპორტს ჯორჯიამ არაბეთის უმაღლესი ლიგის ქართული კომენტირებით ტრანსლირების უფლება მოიპოვა და თავის მდიდარ კოლექციას კიდევ ერთი საინტერესო ჩემპიონატი შემატა.

ახალი სეზონიდან, პრაქტიკულად ყველა ტოპ-საფეხბურთო ივენთის ყურება სწორედ სეტანტა სპორტსზე იქნება შესაძლებელი.

პრემიერ ლიგა, ლიგა 1, იტალიის სერია ა, ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენც ლიგა, ერედივიზია, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის თასი, უეფას სუპერთასი და ახლა უკვე ლა ლიგაც - ამ ყველა ჩემპიონატის მატჩების ყურება ახალ სეზონში სეტანტა სპორტსზე იქნება შესაძლებელი.

შარშან ლა ლიგის ჩვენების უფლება ექსკლუზიურად სილქ სპორტს ჰქონდა, თუმცა ახალ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის თამაშების ყურება სეტანტას აპლიკაციაშიც იქნება შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ ინგლისური კომენტირებით.

ტოპ-ჩემპიონატებიდან ყველაზე ადრე სტარტს პრემიერ ლიგა, ლა ლიგა და ლიგა 1 აიღებენ, რომლის პირველი ტურის მატჩებიც უკვე ამ უქმეებზე გაიმართება.

სერია ა, რომელშიც ორი ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი კვერნაძე თამაშობენ, ოფიციალურად 20 აგვისტოს დაიწყება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კი - სექტემბრის შუა რიცხვებში.
temo
ტოპ კომენტარი
0
10 აგვ 2023, 12:16
და MLS-ს არავინ აჩვენებს? მაგათ მაყურებელი არ მოაკლდებათ.