ავტორიზაცია

იუვენტუსი ჩელსისგან ვლაჰოვიჩში 40 მილიონსა და ლუკაკუს ითხოვს, ლონდონელები არ თანხმდებიან

იუვენტუსი ჩელსისგან ვლაჰოვიჩში 40 მილიონსა და ლუკაკუს ითხოვს, ლონდონელები არ თანხმდებიან
თარიღი 09 Aug 2023, 23:54
ლონდონის „ჩელსი“ „იუვენტუსის“ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტურინულ კლუბს დუშან ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ რომელუ ლუკაკუს და 40 მილიონი ევროს მიღება სურს.

თუმცა, „ჩელსი“ ამ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაკუსთვის ახალი კლუბის მოძიებას აქტიურად ცდილობს.

თავად ბელგიელს „იუვესთან“ 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და კლუბების შეთანხმებას ელოდება, თუმცა ამ პირობებით, „ჩელსი“ დათანხმებას არც კი განიხილავს.