ავტორიზაცია

ლუის ენრიკემ გუნდიდან ხუთი ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა - ერთ-ერთი მათგანი ნეიმარია

ლუის ენრიკემ გუნდიდან ხუთი ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა - ერთ-ერთი მათგანი ნეიმარია
თარიღი 10 Aug 2023, 13:14
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ფეხბურთელების ჯგუფთან დაშორება გადაწყვიტა, ამის შესახებ RMC Sport-მა იტყობინება.

წყაროს ცნობით, მწვრთნელი გუნდში ვერ ხედავს ნეიმარის, უგო ეკიტიკეს, მარკო ვერატის, რენატო სანჩესის და ხუან ბერნატის ადგილს. 

პარიზის გრანდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ჩამოთვლილი ფეხბურთელების გაყიდვას შეეცდება.