ავტორიზაცია

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ტიბო კურტუამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ტიბო კურტუამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
თარიღი 10 Aug 2023, 16:19
მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

COPE-ის ჟურნალისტის, მიგელ ანხელ დიასის ინფორმაციით, ფეხბურთელი მადრიდული გუნდის ვარჯიშზე დაშავდა. ბელგიელმა მოედანი აცრემლებულმა 
დატოვა.

მალე მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბელგიელმა მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მოთამაშეს ოპერაცია ჩაუტარდება.

ასეთი ტრავმის სავარაუდო აღდგენის ვადა 4-6 თვე გახმავთ. ასე რომ ბელგიელს სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

გასულ სეზონში კურტუამ ლა ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაუშვა.