ავტორიზაცია

მიუხედავად მადრიდის რეალის ინტერესისა, ბაიერნი კეპასთვის ბრძოლაში ლიდერობს

მიუხედავად მადრიდის რეალის ინტერესისა, ბაიერნი კეპასთვის ბრძოლაში ლიდერობს
თარიღი 10 აგვ 2023, 17:16
მიუნხენის "ბაიერნს" ამჟამად აქვს "ჩელსის" მეკარე კეპა არიზაბალაგას შეძენის საუკეთესო შანსი. 

Marca-ს ცნობით, ესპანელი მადრიდის "რეალითაც" არის დაინტერესებული, თუმცა მეკარისთვის ბრძოლას ამჟამად სწორედ "ბაიერნი" ლიდერობს.

მიუნხენური გუნდი მზადაა კეპა ერთი სეზონით იჯარით დაიმატოს შემდჰომი ყიდვის ოფციით, კვირაში 200 ათას ევროზე მეტი ანაზღაურებით. 

მადრიდის "რეალისთვის" კეპა ძალიან ძვირადღირებულ ვარიანტად ითვლება. შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბს" ტიბო კურტუას ტრავმის შემდეგ ახალი მეკარე ესაჭიროება, რომელიც, სავარაუდოდ, მთელ მომავალ სეზონს გამოტოვებს.