ავტორიზაცია

პსჟ-მ მბაპეს ახალ წერილში დაწვრილებით აუხსნა, რა მოუვა კლუბს, თუ ის უფასოდ წავა

პსჟ-მ მბაპეს ახალ წერილში დაწვრილებით აუხსნა, რა მოუვა კლუბს, თუ ის უფასოდ წავა
თარიღი 10 Aug 2023, 21:51
„პარი სენ-ჟერმენმა“ კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტის საკითხზე კიდევ ერთი წერილი მისწერა.

4 აგვისტოს, კონტრაქტის ავტომატურად 2025-მდე გაგრძელების დედლაინიდან რამდენიმე დღეში, პარიზულმა კლუბმა 24 წლის ფეხბურთელს მისწერა წერილი, რომელშიც:

„პარი სენ-ჟერმენმა“ კიდევ ერთხელ შეახსენა კილიანს, როგორი ექსტრაორდინალური ფინანსური პირობები შეუქმნას მას გასულ წელს, კონტრაქტის გახანგრძლივების დროს. L’Equipe იტყობინება, რომ ერთ მხოლოდ გასულ წელში მბაპემ 158 მილიონი ევრო იშოვა.

გარდა ამისა, წერილში აღწერილი იყო ის, თუ რა დაემართება კლუბს, თუ ის გუნდს მომავალ ზაფხულს უფასოდ ნამდვილად დატოვებს, მოუწევს:

- ფინანსური ფეირ-პლეის არდარღვევისთვის ფეხბურთელების გაყიდვა

- აკადემიის ფეხბურთელების პირველ გუნდში გადმოყვანის პოლიტიკის გადახედვა

- ბევრი თანამშრომლის გაყიდვა

„ეს ეჭვქვეშ დააყენებდა ყველაფერს, რაც კლუბს ამდენი წლის მანძილზე უშენებია.“ - ნათქვამია ფრანგულ პრესაში.

ცნობისთვის, მბაპემ რამდენიმე დღის წინ „პსჟ-ს“ პრეზიდენტს, ნასერ ალ ხელაიფის კიდევ ერთხელ უთხრა, რომ გუნდში დარჩენას და მომავალ წელს უფასოდ წასვლას ისურვებდა, კლუბის მეთაურმა კი მას უთხრა, რომ პირველ გუნდში დაბრუნების ერთადერთი გზა - კონტრაქტის გახანგრძლივებაა.