𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: თანხმობა მიღებულია - ჰარი კეინი კარიერას ბაიერნში გააგრძელებს

ტოტენჰემის კაპიტანი ჰარი კეინი კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს. 
ინფორმაციას The Athletic-ის საუკეთესო ინსაიდერი დევიდ ორშტეინი იტყობინება. 
კლუბების შეთანხმების შემდეგ, მიუნხენში გადასვლას მწვანე თავად ფეხბურთელმაც აუნთო. ამჟამად, ის ტოტენჰემისგან მიუნხენში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გამგზავრებაზე თანხმობას ელოდება. 
30 წლის ფეხბურთელი ბაიერნთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, კლუბს მისი ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით 120 მილიონი ევრო დაუჯდება.  

