𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: სატრანსფერო საგა გრძელდება? - კეინი როცა უკვე აეროპორტში იყო ლონდონელებმა ფრენა აუკრძალეს
ლონდონის "ტოტენჰემ ჰოტსპურმა" შესაძლოა დაბლოკოს თავისი თავდამსხმელის, ჰარი კეინის "ბაიერნში" ტრანსფერი.
Sky Sports-ის ინფორმაციით, როდესაც კეინი მიუნხენის რეისისთვის აეროპორტში მივიდა, ინგლისელს "ტოტენჰემიდან" დაურეკეს - კეინს აეკრძალა გერმანიაში ფრენა და დალოდებისკენ მოუწოდეს.
წყარო ამბობს, რომ ჰარი ახლა მანქანაშია და ჯერ კიდევ ელოდება ფრენის ნებართვას.
წყარო ამბობს, რომ ჰარი ახლა მანქანაშია და ჯერ კიდევ ელოდება ფრენის ნებართვას.
"ტოტენჰემი" და "ბაიერნი" შეთანხმდნენ 100 მილიონი ევროს ტრანსფერზე პლუს 20 მილიონი ევრო ბონუსების სახით. ლონდონელებმა კეინს ფიზიკურად ფრენის ნებართვა მისცეს, მაგრამ ახლა სირთულეები გაჩნდა.