ავტორიზაცია

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: სატრანსფერო სიგიჟე პრემიერ ლიგიდან - მოიზეს კაისედომ ლივერპულს უარი უთხრა

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: სატრანსფერო სიგიჟე პრემიერ ლიგიდან - მოიზეს კაისედომ ლივერპულს უარი უთხრა
თარიღი 11 აგვ 2023, 15:39
გამთენიისას, „ლივერპულმა" და „ბრაიტონმა" ნახევარმცველის, მოიზეს კაისედოს ტრანსფერი შეათანხმეს.

ფეხბურთელში „ლივერპული" 110 მილიონ ფუნტს გადაიხდიდა, ჩაინიშნა სამედიცინო შემოწმებაც და თითქოს, ფეხბურთელის მერსისაიდში გადაბარგება დროის ამბავი უნდა ყოფილიყო.

თუმცა, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს ფეხბურთელმა „ლივერპულს" შეატყობინა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ჩელსიში" სურს. კაისედოს ლონდონურ კლუბთან პირადი კონტრაქტი მაისიდან აქვს შეთანხმებული და გადაწყვიტა, სიტყვა არ გაეტეხა და მხოლოდ „პენსიონერებს" დათანხმებულიყო.

პარალელურად, „ჩელსი" უახლოეს პერიოდში „ლივერპულზე" მაღალ შეთავაზებას გააკეთებს და „ბრაიტონთან" შეთანხმების მიღწევას ეცდება, რათა ტრანსფერი მალევე დახუროს.