პსჟ-მ კეილორ ნავასის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
"პარი სენ-ჟერმენის" მეკარე კეილორ ნავასს გაიყიდის, თუ მისაღები შეთავაზებები შემოვა.
L'Equipe-ის ცნობით, "პსჟ" არ წავა დათმობებზე კოსტა რიკანელის ხელმოწერის მსურველებთან - მას მხოლოდ შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში მიეცემა უფლება კლუბი დატოვოს.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას ლიგა 1 გუნდმა უკვე უარი თქვა ფეხბურთელის მილანის "ინტერში" გაშვებაზე, რომელიც გამოცდილი მეკარის იჯარით დამატებას ცდილობდა.
კეილორ ნავასი "პსჟ"-ს 2019 წლიდან ეკუთვნის. გასული სეზონის მეორე ნახევარში ის იჯარით ინგლისურ "ნოტინჰემ ფორესტში" თამაშობდა.
კეილორ ნავასი "პსჟ"-ს 2019 წლიდან ეკუთვნის. გასული სეზონის მეორე ნახევარში ის იჯარით ინგლისურ "ნოტინჰემ ფორესტში" თამაშობდა.