ტეილერ ადამსმა ჩელსიში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა
ცნობილი გახდა "ლიდსის" ნახევარმცველის, ტეილერ ადამსის "ჩელსიში" ტრანსფერის ჩავარდნის მიზეზი.
"არისტოკრატები" ადრე შეთანხმდნენ, რომ მოთამაშეში 23 მილიონი ევროს გადაეხადათ. თუმცა, Mail Sport-ის ცნობით, 24 წლის ამერიკელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
"ჩელსიმ" საბოლოოდ გადაწყვიტა ყურადღება "საუთჰემპტონის" ნახევარმცველზე რომეო ლავიაზე მიექცია, რომელიც დაახლოებით 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
"ჩელსიმ" საბოლოოდ გადაწყვიტა ყურადღება "საუთჰემპტონის" ნახევარმცველზე რომეო ლავიაზე მიექცია, რომელიც დაახლოებით 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.