ოფიციალურად: უსმან დემბელე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
„პარი სენ-ჟერმენმა" უსმან დემბელეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
პარიზულ კლუბს „ბარსელონას" ფრანგი შემტევის შეძენა 50 მილიონი ევრო დაუჯდა, საიდანაც თანხის თითქმის ნახევარი უშუალოდ ფეხბურთელის და მისი აგენტის ჯიბეში წავა.
დემბელემ „პსჟ-სთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა და ახალ გუნდში 23-ნომრიან მაისურს მოირგებს.
„იმედია, აქ განვითარებას გავაგრძელებ და კლუბის ფანებს გავაბედნიერებ.", - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა.