ავტორიზაცია

ტოტენჰემის პრეზიდენტი: "კეინის პოზიციამ გვაიძულა, ტრანსფერს ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დავთანხმებოდით"

ტოტენჰემის პრეზიდენტი: "კეინის პოზიციამ გვაიძულა, ტრანსფერს ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დავთანხმებოდით"
თარიღი 12 Aug 2023, 13:15
„ტოტენჰემის" პრეზიდენტი დანიელ ლევი, ჰარი კეინის „ბაიერნში" გადასვლას გამოეხმაურა.

„კეინს და მის გარემოცვას სხვადასხვა ახალი კონტრაქტები შევთავაზეთ, როგორც ხანგრძლივი ისე მოკლევადიანი.

თუმცა, ჰარი მოლაპარაკებების დაწყებიდანვე ძალიან კატეგორიული და კონკრეტული იყო, რომ ახალი გამოწვევების მიღება სურს და შესაბამისად, ჩვენთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

შესაბამისად, მოგვიწია, ტრანსფერს ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დავთანხმებოდით.", - ციტირებს ლევის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.