ოფიციალურად: მილანმა ჯუნიორ მესიასი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის შესაძლო ვალდებულებით გაუშვა
„მილანის" შემტევი ჯუნიორ მესიასი კარიერას „ჯენოაში" გააგრძელებს.
32 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა „მილანთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა და გენუეზურ კლუბში იჯარით გადავიდა.
თუ კლუბებს შორის შეთანხმებული პირობები შესრულდება, „ჯენოა" სეზონის ბოლოს ვალდებული იქნება, მესიასი გამოისყიდოს.
ჯუნიორმა „მილანში" ორი სეზონი გაატარა 51 მატჩში 10 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.