ავტორიზაცია

არსენალმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონი მინიმალური გამარჯვებით დაიწყო

არსენალმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონი მინიმალური გამარჯვებით დაიწყო
თარიღი 12 Aug 2023, 18:07
ინგლისის პრემიერიგის 2023/24 წლების სეზონის პირველ ტურში "არსენალი" საკუთარ მოედანზე "ნოტინგემ ფორესტს" დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

პრემიერ ლიგის წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონი მთელი შეხვედრის განმავლობაში ინიციატივას ფლობდა.

26-ე წუთზე მარტონელის საგოლე პასის შემდეგ ნკეტიამ მასპინძლები დააწინაურა. რასაც 32-ე წუთზე საკას ბრწყინვალე გოლი მოჰყვა (2:0).

მეორე ნახევარში უფრო .ეტად კვლავ არტეტას გუნდი აქტიურობდა, თუმცა 82-ე წუთზე ელანგამ ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ ტაივო ავონის გაატანინა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა.
საბოოლო ჯამში სტუმრებმა მეტი ვერაფერი შეძლეს და მინიმალური ანგარიშით "მეთოფეებმა" გაიმარჯვეს (2:1).

ლონდონის "არსენალი" პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრას 21 აგვისტოს "კრისტალ პალასთან" გამართავს.