BREAKING: გუშინ, მადრიდის რეალმა ვალენსიას მამარდაშვილის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა
ესპანური გამოცემის partidazocope-ს ცნობით, გუშინ მადრიდის "რეალმა" "ვალენსიას" გიორგი მამარდაშვილის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა.
შეთავაზება 5 მილიონი ევრო + 25 მილიონი ევროს გამოსყიდვის პუნქტს გულისხმობდა.
ეს შეთავაზება "ღამურების" მხრიდან უარყოფილ იქნა.
როგორც ესპანური მედია იტყობინება მადრიდის "რეალი" ლონდონის "ჩელსიდან" კეპა არისაბალაგას იჯარით დამატებასთან ერთ ნაბიჯშია. ფეხბურთელმა "ბლანკოსში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.