ავტორიზაცია

ალ-ჰილალმა ნეიმარს გრანდიოზული შეთავაზება გაუგზავნა

ალ-ჰილალმა ნეიმარს გრანდიოზული შეთავაზება გაუგზავნა
თარიღი 13 აგვ 2023, 11:54
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობოს.

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, შაბათს საღამოს, ბრაზილიელმა შემოთავაზება მიიღო "ალ-ჰილალისგან", რომელიც სუპერ მომგებიანია. 

აღნიშნულია, რომ 31 წლის ფეხბურთელი კარიერის გაგრძელების ამ ვარიანტმა აცდუნა. 

ამ წუთებში მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "პსჟ" მზადაა ვარსკვლავურ თავდამსხმელთან გაუშვას.

"ბარსელონა" ასევე დაინტერესებულია ნეიმარის ტრანსფერით, რომლის მოქმედი კონტრაქტი "პსჟ"-სთან 2025 წლამდეა ძალაში.