ავტორიზაცია

BREAKING: კილიან მბაპე პსჟ-ს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს უბრუნდება - მხარეთა პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება?

BREAKING: კილიან მბაპე პსჟ-ს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს უბრუნდება - მხარეთა პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება?
თარიღი 13 აგვ 2023, 13:09
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე პირველი გუნდის შემადგენლობაში ვარჯიშს დაუბრუნდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანო იტყობინება.

"პსჟ-სა და კილიან მბაპეს შორის ძალიან კონსტრუქციული, პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ "ლორიენთან" მატჩის წინ, ფეხბურთელი აღდგენილია პირველი გუნდის სავარჯიშო გუნდში დღეს დილით. ", - ციტირებს რომანო "პსჟ"-ს განცხადებას.

RMC Sport-ის ცნობით, ბოლო საათებში მხარეთა პოზიციები დაუახლოვდა. "პსჟ" ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა სიტუაცია მათ სასარგებლოდ შეცვალოს.

კერძოდ, კლუბს სურს შეასრულოს ზოგიერთი დაპირება, რომელიც მბაპესთან 2022 წლის გაზაფხულზე დადო. 

ფრანგი მოთამაშეების, ლუკა ერნანდესისა და უსმან დემბელეს გაფორმება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, "პსჟ"-ს თავდამსხმელი რანდალ კოლო-მუანის შეძენა სურს. 

თუ მბაპე გუნდს დაუბრუნდება, პარიზელები შეტევაში ფრანგულ სამეულს შექმნიან. ლუის ენრიკეს დანიშვნა ასევე შეესაბამება მბაპეს თავდაპირველ მოლოდინს.

კილიან მბაპემ გასულ სეზონში "პსჟ"-ს შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 41 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.