ავტორიზაცია

ვეიგა ნაპოლიში გადასვლასთან ახლოსაა

ვეიგა ნაპოლიში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 13 აგვ 2023, 16:01
"სელტას" ნახევარმცველი გაბრი ვეიგა "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერის თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.

21 წლის ვეიგამ გასულ სეზონში "სელტაში" 39 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული იტალიის სერია A-ს ახალ სეზონში პირველ მატჩს 19 აგვისტოს "ფროსინონეს" წინააღმდეგ გამართავს.