რამდენიმე ვარიანტი განიხილება, შეთანხმება ახლოვდება - კილიან მბაპეს სატრანსფერო საპნის ოპერა სრულდება!
მაშინ, როცა ამ ზაფხულს წასვლა გარდაუვალი ჩანდა, სიტუაცია თავდაყირა დადგა.
პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება, რომ კილიან მბაპე „პსჟ-სთან“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა.
მხარეები რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, ერთ-ერთი არის კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივება იმის გარანტიით, რომ „პსჟ“ ფეხბურთელს გაისად „რეალში“ წასვლის უფლებას მისცემს, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ.
მეორეს შესახებ The Athletic-ის ჟურნალისტი მარიო კორტეგანა წერს, თითქოს მბაპე განიხილავს ვარიანტს, რომ „პსჟ-სთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს, მაგრამ ნაცვლად ამისა კლუბს თავისი ერთგულების ბონუსი დაუთმოს, რომელიც შარშან გაფორმებული კონტრაქტით ეკუთვნის.
დღეს, მბაპემ „პსჟ-ს“ ხელმძღვანელობას მისცა პირობა, რომ კლუბს უფასოდ არ დატოვებს, რის შემდეგაც ის პირველ გუნდში ვარჯიშებს დაუბრუნდა და ლიგა 1-ს მეორე ტურის მატჩში მონაწილეობასაც მიიღებს.