ავტორიზაცია

"დღეს მისი წარდგენა გვინდოდა", - ბაიერნის CEO-მ კეპას რეალში ტრანსფერი დაადასტურა

"დღეს მისი წარდგენა გვინდოდა", - ბაიერნის CEO-მ კეპას რეალში ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 14 აგვ 2023, 00:26
„ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, იანს-ქრისტიან დრეესენმა „რეალში“ კეპა არისაბალაგას ტრანსფერი დაადასტურა.

„კეპას ტრანსფერთან ახლოს ვიყავით და დღეს, მისი წარდგენა გვინდოდა.

თუმცა, საბოლოოდ მან „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა, ის ესპანელია და მადრიდელთა შეთავაზებაზე დათანხმება არჩია.“ - ციტირებს დრეესენის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

კეპა არისაბალაგა „რეალში“ ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლების ან ვალდებულების გარეშე გადავა.