ავტორიზაცია

ბარსელონა ჟოაო კანსელოს ტრანსფერთან ახლოსაა

ბარსელონა ჟოაო კანსელოს ტრანსფერთან ახლოსაა
თარიღი 14 აგვ 2023, 12:04
პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელო ახლოს არის მანჩესტერ "სიტიდან" კატალონიურ "ბარსელონაში" გადასვლასთან. ამის შესახებ ინსაიდერი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში იუწყება.

როგორც ჟურნალისტისთვის გახდა ცნობილი, ესპანეთის ჩემპიონი გამოსყიდვის უფლებით მოთამაშის დასაქირავებლად ემზადება. 

მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა. "ბარსელონას" მწვრთნელი ხავი ერნანდესი კანსელას პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნევს.

გასულ სეზონში ჟოაო იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობდა.