ავტორიზაცია

ოსიმენის ნაპოლისთან ახალი კონტრაქტის პირობები ცნობილი გახდა

ოსიმენის ნაპოლისთან ახალი კონტრაქტის პირობები ცნობილი გახდა
თარიღი 14 აგვ 2023, 12:07
"ნაპოლის" ცენტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ახლოს არის ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან, ამის შესახებ Sports Zone იტყობინება.

ახალი გარიგების პირობების მიხედვით, ნიგერიელი ფეხბურთელის ხელფასი ცხრა მილიონი ევრო იქნება. 

კონტრაქტში თავდამსხმელის სხვა კლუბში გადასვლისთვის 150 მილიონი ევროს გათავისუფლების მუხლი იქნება. 

გასულ სეზონში 
ოსიმენი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 24 წლის თავდამსხმელმა 32 მატჩში 26 გოლი გაიტანა.