» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

უმაღლესი ლიგა. მე-14 ტურის წინ



მიმდინარე კვირის დასკვნით დღეს უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის რვა შეხვედრა გაიმართება. Goal.Ge ამ მატჩების ანონსს გთავაზობთ. კვირა, 30 ნოემბერი - სამტრედიის "სამტრედია" VS საჩხერის "ჩიხურა", 14:00 საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში "სამტრედია" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საჩხერულ "ჩიხურას" უმასპინძლებს. მასპინძლები ამ შეხვედრას ძალიან კარგ განწყობაზე ხვდებიან. მათ დავით ყიფიანის თასზე ბათუმის "დინამოსთან" გმირული მატჩი მოიგეს, მოახდინეს ე.წ. comeback-ი და დიდი ბრძოლის შემდეგ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. რაც შეეხება უმაღლესი ლიგის ბოლო შეხვედრას, ქვემო იმერლები "დილასთან" გორში ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. "ჩიხურამ" იმავე ყიფიანის თასზე თავისი კუთხის წამრომადგენელ "ზესტაფონს" სძლია და, შესაბამისად, საჩხერელებიც ამაღლებულ განწყობაზე ხვდებიან ამ თამაშს. საგულისხმოა, რომ "ჩიხურას" სამტრედიელებთან შეხვედრაში ბესიკ დეკანოიძე დააკლდებათ. ამ უკანასკნელმა წინა ტურში ("ზუგდიდი" VS "ჩიხურა" 2-2) წითელი ბარათი მიიღო. კვირა, 30 ნოემბერი - ბოლნისის "სიონი" VS ზუგდიდის "ზუგდიდი", 14:00 უმაღლესი ლიგის მე-14 ტურში მიხელი მესხის სახელობის სტადიონზე "სიონი" ნომინალური მასპინძლის რანგში "ზუგდიდს" მიიღებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლნისელებს საშინელი პერიოდი უდგათ. ამ გუნდმა ბოლო შვიდ თამაშში მხოლოდ ერთხელ მოიპოვა სამი ქულა, ხუთჯერ წააგო და ერთხელაც მეტოქესთან ქულები გაიყო. ისეთი ამბიციური გუნდისთვის, როგორიც "სიონია", ეს სამარცხვინო შედეგია. ეს კლუბი წინა ტურში ბათუმის "დინამოსთან" დამარცხდა. რაც შეეხება "ზუგდიდს", ეს გუნდი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია: ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 13 მატჩი, მხოლოდ ორი მოგება და ცხრილში ბოლო ადგილი. ვნახოთ, როგორ წარიმართება ორი "გაჭირვებული" მეტოქის პაექრობა. კვირა, 30 ნოემბერი - ზესტაფონის "ზესტაფონი" VS ბათუმის "დინამო", 14:00 ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის მოედანზე ადგილობრივი გუნდი ბათუმურ "დინამოს" მიიღებს. სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ "ზესტაფონმა" თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოაკეთა და ეს ყოველივე შედეგზეც აისახა. ბოლო სამ მატჩში ამ კლუბმა ორი მოიგო და ერთში შედეგიანი ფრე (3:3) ითამაშა მისთვის ძალიან პრინციპულ მეტოქე "ტორპედოსთან". აჭარულ გუნდს სამი თამაშია არ წაუგია. ეს სერია "ჩიხურასთან დაიწყო უგოლო ფრით. ამას მოჰყვა თბილისში "დინამოს" გმირული დამარცხება. ხოლო, ბოლო ტურში კი ბათუმელება "სიონს" ძლიეს. საინტერესოა, რა სცენარი ექნება ამ ორი აღმავლობისკენ მდგარი გუნდის შეხვედრას. კვირა, 30 ნოემბერი - ქობულეთის "შუქურა" VS ქუთაისის "ტორპედო", 14:00 უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლოს წინა ტურში შუქურა" "ჩელე არენაზე" "ტორპედოს" წინააღმდეგ გააგორებს ბურთს. ეროვნული ჩემპიონატის დებიუტანტი წელს ნამდვილად ვერ გამოიყურება კარგად. "შუქურა" იშვიათად იგებს შეხვედრებს, რომელთაგანაც აღსანიშნავია "დილასა" (3:0) და "ვიტ-ჯორჯიას" (2:0) დამარცხება. მაგრამ დადებითზე მეტი უარყოფითია, ქობულეთელები ძალიან არასტაბილურად თამაშობენ. მათ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ორი უკან სვლის ნაბიჯი მოჰყვება. წინა ტურში აჭარელებმა "სპარტაკთან" წააგეს 1:0 და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესეს. რაც შეეხება ტორპედოს, ეს გუნდი გულშემატკივარს იმედს ყოველ მატჩში უცრუვებს. ქუთაისელებმა ბოლოს უმაღლეს ლიგაში 21 სექტემბერს იმარჯვეს. ამას მოჰყვა ზედიზედ შვიდი მოუგებელი შეხვედრა. როგორც ზემოთაც ვახსენეთ, "ტორპედომ" წინა ტურში "ზესტაფონთან" გაიყო ქულები. კვირა, 30 ნოემბერი - რუსთავის "მეტალურგი" VS ცხინვალის "სპარტაკი", 14:00 ამ ტურში "ფოლადზე" "მეტალურგი" "სპარტაკს" დაუპირისპირდება. რუსთაველებმა ბოლო დროს თამაშის ხარისხი გააუარესეს და ორი შეხვედრა წააგეს ზედიზედ. თუმცა ბოლო შეხვერდრაში მათ "მცხეთა პარკზე" "ვიტ-ჯორჯიას" სძლიეს ანგარიშით 2:0 და ხასიათი გამოიკეთეს. რაც შეეხება "სპარტაკს", ეს გუნდი ამ სეზონში ბევრისთვის მოულოდნელ შედეგებს აფიქსირებს. ცხინვალურმა კლუბმა 13 შეხვედრიდან შვიდში გამარჯვებას მიაღწია და ცხრილის პირველ სამეულში დაიმკვიდრა ადგილი. "სპარტაკი" მეოთხეადგილოსან "სამტრედიას" სამი ქულით უსწრებს. კვირა, 30 ნოემბერი - ფოთის "კოლხეთი" VS თბილისის "ვიტ-ჯორჯია", 14:00 კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც უმაღლეის ლიგის მე-14 ტურში გაიმართება, "კოლხეთისა" და "ვიტ-ჯორჯიას" დაპირისპირებაა. ამ ორი გუნიდან არც ერთს არ უდგას კარგი პერიოდი. ფოთურმა გუნდმა ბოლო შვიდ თამაშში მხოლოდ ერთი მოიგო (სიონთან 1:0). წინა ტურში "კოლხეთმა" "მერანთან" უგოლო ფრე ითამაშა. ხოლო, "ვიტ-ჯორჯია" კიდევ უფრო ცუდ სიტუიაციაში იმყოფება. მან ბოლოს 21 სექტემბერს მოიგო. იმის შემდეგ კი 5 თამაში წააგო და ორი ფრე ითამაშა. წინა ტურში თბილისელები საკუთარ მოედანზე "მეტალურგთან" დამარცხდნენ. კვირა, 30 ნოემბერი - გორის "დილა" VS მარტვილის "მერანი", 14:00 კვირას "დილა" საკუთარ მოედანზე "მერანს" მიიღებს. გორელებს კარგი პერიოდი უდგათ. მათ "შუქურასთან" განადგურების შემდეგ ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს, მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ და პირველადგილოსანი "დინამოს" ახლო მდევრები გახდნენ. ხოლო, "მერანს" კი წაუგებელი შეხვედრების საოცარი სერია აქვს. ეს გუნდი 27 სექტემბრიდან მოყოლებული უმაღლეს ლიგაში არ მარცხდება. მეგრელებს ზედიზედ 7 მატჩში არ გაუსინჯავთ მარცხისთვის გემო. კვირა, 30 ნოემბერი - თბილისის "დინამო" VS ლანჩხუთის "გურია", 15:00 მივადექით იმ გუნდის შეხვედრას, რომელიც 13 თამაშის შემდეგ გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. "დინამომ" ბოლოს ბათუმის "დინამოსთან" წააგო საკუთარ მოედანზე და იმის შემდეგ სამ მატჩში ორ მოგებას და ერთ ფრეს მიაღწია. ბოლო შეხვედრაში თბილისელებმა "შუქურას" სძლიეს. რაც შეეხება "გურიას", ამ კლუბმა უკვე ნახსენებ ბათუმურ "დინამოს" მოუგო ბოლოს. ამის შემდეგ ლანჩხუთელებმა 2 შეხვედრა წააგეს, ხოლო ბოლო მატჩში კი "ჩიხურასთან" გააგორეს ფრე (2:2). ბომბარდირები 1. ჯაბა დვალი, “ზესტაფონი” – 10 გოლი 2. ოთარ კვერნაძე, “ტორპედო” – 7 გოლი 3. ირაკლი მოდებაძე, “დილა” – 7 გოლი 4. გიორგი პაპუნაშვილი, “დინამო” – 7 გოლი 5. საბა ლომია, “ზუგდიდი” – 5 გოლი კახა ყიფიანი, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

10 საუკეთესო უცხოელი თავდამსხმელი ერედივიზიის ისტორიაში

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო უცხოელ თავდამსხმელს ერედივიზიის ისტორიაში.

დღეს, 16:14

რატომ უთხრა უარი ბარსას, ევროს ყველაზე სახიფათო მეტოქე და ბევრი სხვა - კუმანის ვრცელი ინტერვიუ

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, Marca-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

დღეს, 15:23

აზარი დროს უსწრებს - როდის იქნება სათამაშოდ მზად ბელგიელი შემტევი?

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ედენ აზარი, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესს გადის.

დღეს, 14:51

"საუკეთესო მატჩი ჯერ კიდევ წინ მაქვს, მაგრამ...", - დე იონგმა ყველაზე კარგი მატჩი დაასახელა, რომელიც ბარსელონაში ჩაუტარებია

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, გუნდში სადებიუტო სეზონი შეაფასა.

დღეს, 14:45

დავიდ სილვას კარიერის იტალიურ გრანდში გაგრძელების რეალური ვარიანტი გაუჩნდა

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი, დავიდ სილვა, „მილანის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

დღეს, 14:38

ფეხბურთელი, რომლის ჩართვასაც რეალი ჰოლანდის ტრანსფერში გეგმავს

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:35

კონტემ ხელმძღვანელობას ომამეიანგის შეძენა სთხოვა

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა „არსენალის“ ლიდერის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:31

"ისე ჰარმონიულად ვიყავით, თითქოს ერთად გვეძინა", - ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა:

დღეს, 13:34

ოფიციალურად: მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ტომას მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 13:24

დისტანცია, 3-4 კაციანი ჯგუფები და არავითარი შხაპი - ბაიერნმა ვარჯიში განაახლა

მიუნხენის "ბაიერნი" ევროპის ერთ-ერთი პირველი კლუბია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვარჯიში განაახლა.

დღეს, 13:15

"კლოპი შენკლის მაგონებს", - ლივერპულის ექს-კაპიტანი

"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა, გრემ სუნესმა მერსისაიდელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ბილ შენკლის შეადარა:

დღეს, 13:05

"მესის, რონალდუსა და ნეიმარს კიდევ ერთ მოთამაშეს დავამატებდი", - დელ პიეროს საუკეთესო 4-ეული

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ თანამედროვეობის ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 12:52

"ფერნანდეში ფლეიმეიქერის პოზიციაზე შემთხვევით აღმოჩნდა", - ბრუნოს პირველი მწვრთნელი

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშის პირველმა მწვრთნელმა, ანტონიო პერესმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:40

დე იონგმა თავისი საფეხბურთო მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია

ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა თავისი მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია:

დღეს, 12:30

"ვადანაშაულებ თუ არა ხაბიბს?", - უაიტი

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაიტმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:19

"რონალდუ აფრიკელი რომ ყოფილიყო, უკვე კარიერას დაასრულებდა", - ბაბანგიდა

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ვინგერმა, ტიჯანი ბაბანგიდამ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:09

მათეუსი: "ბაიერნს ის სანეზე მეტად გამოადგება"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:00

რონალდუს თვითიზოლაციაში კიდევ ერთხელ მოათავსებენ

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კარანტინს გადის თავის მშობლიურ კუნძულზე,

დღეს, 11:38

არც ბარსელონაში გადასვლა და არც პსჟ-ში დარჩენა - ნეიმარის აგენტის განცხადება

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევის, ნეიმარის აგენტმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:30

"ის პოგბას მანჩესტერში დარჩენაზე დაიყოლიებს", - დინი

"უოტფორდის" კაპიტანმა, ტროი დინიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:21

ვან დეიკი: "პირველი კონტრაქტის გაფორმებამდე, ჭურჭელს ვრეცხავდი"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა თავისი კარიერის ადრეული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 11:12

"ფერგიუსონისა და გეტჟის გამარჯვებული ხაბიბს შეხვდება", - უაიტი

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის რიგით 249-ე ღონისძიებაზე ტონი ფერგიუსონს, ხაბიბ ნურმაგომედოვის ნაცვლად ჯასტინ გეტჟი შეებრძოლება.

დღეს, 11:01

რეტროკლასიკო კასილასის, პუიოლისა და ინიესტას მონაწილეობით მართლაც შედგება?

იკერ კასილასმა, კარლეს პუიოლმა და ანდრეს ინიესტამ სოაციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო საკითხი განიხილეს.

დღეს, 10:38

ამერიკულმა პორტალმა ევროპის ტოპ-5 ლიგის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა

ამერიკულმა გამოცემამ, The Score-მა ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა.

დღეს, 10:18

უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?

დაახლოებით ერთ თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო, ყველა სპორტის სახეობა, მათ შორის საფეხბურთო ტურნირები გაჩერდა.

დღეს, 04:02

საბურთალოს ყოფილი ფეხბურთელი: "მეტოქესთან კონტაქტისას იმაზე ვფიქრობ, კორონავირუსი არ ჰქონდეს"

მოგეხსენებათ, ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს, 04:00

იტალიაში კორონავირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა.

დღეს, 03:56

ჩეფერინი: "იტალიაში ეს სეზონი აუცილებლად განახლდება"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ იტალიაში ეს სეზონი განახლდება.

დღეს, 03:31

საუკეთესო დრიბლიორი: ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში საუკეთესოა

ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში საუკეთესო დრიბლინგიორია.

დღეს, 03:25

შმეიხელი ახალგაზრდა მეკარეს აქებს: "კარგი მეკარეა, მაგრამ ჯერ დე ხეას ვერ შეცვლის"

ლეგენდარული მეკარე კასპერ შმეიხელი "შეფილდის" ახალგაზრდა კიპერს, დინ ჰენდერსონს აქებს.

დღეს, 03:23

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10