ავტორიზაცია

ბერნარდო სილვა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

ბერნარდო სილვა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა
თარიღი 15 აგვ 2023, 14:53
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი ბერნარდო სილვა "ქალაქელებთან" კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ჟურნალისტი დანკან კასტლესი იტყობინება.

ბერნარდო სილვა მანჩესტერ "სიტის" მაისურს 2017 წლის ზაფხულიდან ირგებს. 

გასულ სეზონში ნახევარმცველმა "სიტის" მაისურით 55 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. 

მომდევნო მატჩს მანჩესტერ "სიტი" 19 აგვისტოს "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.