ავტორიზაცია

ჩელსის ზაფხულის ბოლომდე 5 ფეხბურთელის გაყიდვა სურს

ჩელსის ზაფხულის ბოლომდე 5 ფეხბურთელის გაყიდვა სურს
თარიღი 15 Aug 2023, 15:18
ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე შეეცდება ხუთი ფეხბურთელის გაყიდვას. 

ჟურნალისტ ნიზარ კინსელას თქმით, "არისტოკრატები" კონორ გალაჰერის, კალუმ ჰადსონ-ოდოის, ჰაკიმ ზიეჩის, ტრევო ჩალობასა და იან მაცენის გაშვებას გეგმავენ. 

"ჩელსიმ" ამ სატრანსფერო ფანჯარაში 300 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და კიდევ უფრო მეტის დახარჯვას გეგმავს, ამიტომ მოთამაშეთა გაყიდვა გუნდისთვის აუცილებელია.