ფენერბახჩემ მილანს რადე კრუნიჩის თაობაზე გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა
"მილანის" ბოსნია ჰერცეგოვინელი ნახევარმცველი რადე კრუნიჩი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა "ფენერბახჩეში" გადავიდეს.
როგორც ჟურნალისტი იაგიზ საბუნჩოღლუ სოციალურ ქსელში წერს, თურქულმა კლუბმა "როსონერებს" 29 წლის ფეხბურთელის თაობაზე ახალი შეთავაზება გაუკეთა.
თურქული გუნდი ბოსნიელის ტრანსფერში 7 მილიონ ევროს იხდის.
აღსანიშნავია, რომ კრუნიჩი "ფენერბახჩეს" უკვე შეუთანხმდა. ახლა ფეხბურთელი კლუბების შორის შეთანხმებას ელოდება.
აღსანიშნავია, რომ კრუნიჩი "ფენერბახჩეს" უკვე შეუთანხმდა. ახლა ფეხბურთელი კლუბების შორის შეთანხმებას ელოდება.