ავტორიზაცია

გვარდიოლა: "რატომ მიიღო დე ბრუინმა ტრავმა? - მიზეზი მარტივია"

გვარდიოლა: "რატომ მიიღო დე ბრუინმა ტრავმა? - მიზეზი მარტივია"
თარიღი 16 Aug 2023, 01:46
"მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეს იუქმებს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"რატომ მიიღო დე ბრუინმა ტრავმა? - მიზეზი მარტივია - ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მას დასვენება ფაქტობრივად არ მოუწია და კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს ამერიკაში და სხვა ქვეყნებში უწევთ წასვლა, რათა მზადება დაიწყონ.

ბარსელონაში მუშაობისას, ჩემი ფეხბურთელები 25 დღე ისვენებდნენ, ახლა კი ამის საშუალება არ იძლევა, ფეხბურთელი კი ფიზიკურად და მენტალურად აღდგენას ვერ ასწრებს და ამიტომ ხდება ტრავმები", - განაცხადა გვარდიოლამ.