𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: იჯარა, გამოსყიდვის ვალდებულებით - იტალიურმა გუნდმა გელაშვილის ტრანსფერი შეათანხმა

Geo Team-ის ინფორმაციით, 22 წლის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი კარიერას იტალიის სერია B-ს გუნდში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით "სპეციასა" და ბათუმის "დინამოს" შორის შეთანხმება შედგა.
რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს: საუბარია 1-წლიან იჯარაზე, შემდგომი გამოყიდვის ვალდებულებით. რომლის შემდეგ მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გააქტიურდება.
გელაშვილი ბოლოს ბათუმის "დინამოდან" იჯარის წესით თბილისის "საბურთალოში" თამაშობდა.