ავტორიზაცია

ლივერპული შტუტგარტის 30 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

ლივერპული შტუტგარტის 30 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 16 Aug 2023, 23:19
„ლივერპული“ შტუტგარტის“ ნახევარმცველის, ვატარუ ენდოს ტრანსფერზე მუშაობს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანულ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინაროებს და ფეხბურთელს „ლივერპულში“ გადასვლა სურს, რადგან ეს მისი კარიერის უდიდესი შანსია.

30 წლის იაპონელ ფეხბურთელს დაცვის ცენტრში და საყრდენადაც შეუძლია თამაში, „შტუტგარტში“ ის 2019 წლიდან თამაშობს, იქამდე კი ორი წელი „სენტ-ტრუიდენში“ ასპარეზობდა.

„ლივერპულის" სამიზნეები საყრდენის პოზიციაზე მოიზეს კაისედო და რომეო ლავია იყვნენ, თუმცა ორივე „ჩელსიმ" წაიყვანა.