ავტორიზაცია

მილანი იუვენტუსის თავდამსხმელის ტრანსფერით ინტერესდება

მილანი იუვენტუსის თავდამსხმელის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 17 აგვ 2023, 12:25
"იუვენტუსის" თავდამსხმელი მოის კინის ტრანსფერით "მილანი" ინტერესდება.

23 წლის ფეხბურთელს მასიმილიანო ალეგრის გუნდში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ამიტომ მზადაა წასვლის ვარიანტები განიხილოს. 

ავტორიტეტული ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს თქმით, "მილანმა" კინის ტრანსფერის შესახებ იუვენტუსს მიმართა. 

"როსონერის" შესთავაზებაა იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით, მაგრამ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა შემოთავაზებულმა პირობებმა არ დააკმაყოფილა.