რუდი გარსია კვარაცხელიაზე: "ბურთთან ერთად უბრალოდ გენიოსია"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"მას ჯერ კიდევ შეუძლია ბევრი რამის გაუმჯობესება. ბურთთან ერთად უბრალოდ გენიოსია. როდესაც დრიბლინგზე მიდის, ეს სასიამოვნო სანახავია. ", - თქვა გარსიამ ქართველ გარემარბზე.
სერია A-ს ახალი სეზონის გახსნით ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ფროსინონეს" დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, 19 აგვისტოს გაიმართება.