ნეიმარის წასვლის შემდეგ, პსჟ-ში ათიანი დემბელემ დაისაკუთრა
უსმან დემბელეს „პსჟ-ში“ ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, მაგრამ ნომრის შეცვლა უკვე მოასწრო.
ნახევარმცველი პარიზს ამ თვეში შეუერთდა და თავიდან 23-ნომრიანი მაისური ჩაიცვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ნეიმარი „პსჟ-დან“ წავიდა, დემბელემ ათიანი დაისაკუთრა.
„ბლაუგრანას“ რიგებში უსმანს 11 და 7-ნომრიანი მაისურებით აქვს ნათამაშები.

საინტერესოა, რომ დემბელემ ნეიმარის დატოვებული ნომრების დასაკუთრება ჩვევაში აიღო, „ბარსელონაში" ის 2017 წელს სწორედ ბრაზილიელის შემცვლელად მივიდა და იქაც ის ნომერი აიღო, რომლითაც ნეი თამაშობდა - 11.