ავტორიზაცია

გვარდიოლა: "არ იქნება კურტუა, მილიტაო ან დე ბრუინი, მათ ხომ ვინმე სხვა შეცვლის? შოუ ხომ უნდა გრძელდებოდეს? ეს ბრძოლა წაგებული გვაქვს"

გვარდიოლა: "არ იქნება კურტუა, მილიტაო ან დე ბრუინი, მათ ხომ ვინმე სხვა შეცვლის? შოუ ხომ უნდა გრძელდებოდეს? ეს ბრძოლა წაგებული გვაქვს"
თარიღი 17 Aug 2023, 23:25
პეპ გვარდიოლამ სეზონის სტარტზე ტოპ-ფეხბურთელების ტრავმაზე ემოციურად ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დაზიანების გამო, კევინ დე ბრუინს 3-4 თვე გაუცდებოდა, ასევე მძიმე ტრავმა მიიღეს „რეალის“ ტიბო კურტუამ და ედერ მილიტაომ, რომლებისთვისაც ეს სეზონი ჯერ კიდევ დაწყებამდე დამთავრდა.

„სრული საშინელებაა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დავკარგეთ. ალბათ, ოპერაცია დასჭირდება და რამდენიმე თვე დაგვაკლდება. დე ბრუინი ნამდვილი ტალანტია, განსაკუთრეული ფეხბურთელი, რომელსაც ჰოლანდთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ რას ვიზამთ.

აზიაში, აშშ-ში გვაიძულებენ ფრენას, სადაც ინტენსიურ მატჩებს აწყობენ, დერბის, დიდ მეტოქეებს გვახვედრებენ. ფეხბურთელები კი ტრავმას იღებენ და ეს გაგრძელდება, მაგრამ, შოუ ხომ უნდა გრძელდებოდეს!

არ იქნება კურტუა, მას ვინმე ჩაანაცვლებს, ხომ ასეა? არ იქნება მილიტაო, მის ნაცვლადაც ვინმე სხვა გამოვა, კევინსაც გამოუჩნდება შემცვლელი.

ამ ბრძოლას აუცილებლად წავაგებთ, თუ ფეხბურთელები არ გამოვლენ ერთ დღესაც და არ იტყვიან: „ჩვენ არ ვითამაშებთ.“ ეს ბრძოლა უკვე წაგებულია, უეფა და ფიფა არაფერს არ გააკეთებენ.“, - აღნიშნა პეპმა.