ინტერი ბაიერნის მცველის ტრანსფერზე მუშაობს და პირველი შეთავაზებაც გააკეთა, თუმცა უარი მიიღო
„ინტერმა“ „ბაიერნის“ მცველის, ბენჟამინ პავარის შეძენა სცადა.
Bild-ის ინფორმაციით, მილანურმა კლუბმა მიუნხენურს 25 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო - გერმანელები 45-50 მილიონს ითხოვენ.
თავად ფეხბურთელმა „ბაიერნს“ წასვლის სურვილი გამოუთქვა და კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, რის გამოც გაისად უფასოდ შეუძლია წასვლა.
სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში „ინტერი“ მეორე შეთავაზებას გააკეთებს, ფეხბურთელმა მილანელებს ტრანსფერზე თანხმობა უკვე განუცხადა.
„ინტერის“ გარდა, ფრანგი მცველისთვის „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იბრძვის.